სამადაშვილი: რა ბოდვაა, საკუთარ თანამოქალაქეებს უწყობენ სირცხვილის კორიდორს?

region
ავტ.: region ნოემბერი 16, 2020 16:20

სამადაშვილი: რა ბოდვაა, საკუთარ თანამოქალაქეებს უწყობენ სირცხვილის კორიდორს?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ეხმაურება თანაგუნდელ ლევან ვარშალომიძის იდეას, რომ მეორე ტურების დროს უბნებთან სირცხვილის დერეფნები მოეწყოს.

როგორც სალომე სამადაშვილი Facebook-ზე წერს, არ იცის, ეს იდეა ვის ეკუთვნის.

“მხოლოდ ვიცი, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც სხვის ამომრჩეველს იმდენივე პატივს არ სცემენ, რამდენსაც საკუთარს, ვერავის ნდობას ვერ დაიმსახურებენ”. – წერს სალომე სამადაშვილი.

მოქმედი დეპუტატი ევროპული საქართველოს, ელენე ხოშტარიას პოსტზეც გამოეხმაურა იმავე იდეას და მას “ბოდვა” უწოდა.

region
ავტ.: region ნოემბერი 16, 2020 16:20