სამადაშვილი – “ქართული ოცნება“ საზოგადოებას სიძულვილის ენის გარდა, ვერაფერს სთავაზობს

როდესაც ხელისუფლება “ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებაზე საუბრობს, ის რეალურად ნახევარ მილიონ მოქალაქეს ეუბნება, რომ მათ ამ ქვეყანაში არსებობისა და ცხოვრების უფლება არა აქვთ, – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

“ყველას უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას დაასრულებს, ის ემუქრება არა ამ პოლიტიკური ძალის ლიდერებს, არამედ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას მხარდაჭერას უცხადებენ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ის იმასაც ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის განცხადება, რომელიც მიმართულია იმ მიზნისკენ, რომ ქვეყნის პოლიტიკური ნიშნით დიფერენციაცია დასრულდეს.

“თუ არ მოვძებნეთ გზა იმისთვის, რომ დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება, პოლიტიკური მართლმასჯულება, ვერ შევძლებთ, რომ ქვეყანა წავიდეს წინ“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა გურჯაანში – მეზობელმა ცოლ-ქმარს სანადირო თოფიდან ესროლა
შემდეგი სტატიაშსს-მ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა