სამადაშვილი – „ქართულ ოცნებაში“ ჩამოშლის პროცესი შეუქცევადია

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჩამოშლის პროცესი შეუქცევადია.

სამადაშვილის თქმით, სავარაუდოდ სხვა ფრაქციებიც გამოეყოფა „ქართულ ოცნებას“.

„რამდენიმე თვის წინ ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას საუკეთესო კრიზისმენეჯერს უძახდა. მისი ქება-დიდებაც გვახსოვს, მათ შორის ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებისგან. ეს ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ ჩამოშლის პროცესი, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო, შეუქცევადია და რაც უფრო მიუახლოვდება „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ დასასრულს, მით უფრო მეტ დაპირისპირებას ვიხილავთ არა მხოლოდ კობახიძე-გახარიას შორის, არამედ სავარაუდოდ სხვა ფრაქციებიც გამოეყოფა „ქართულ ოცნებას“, – აცხადებს სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიატიკარაძე – ინფიცირების კლების ტენდენციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი იყოს