სამადაშვილი: „ქალბატონი ბოჭორიშვილი  გამწესებული იყო  ევროპარლამენტში სამუშაოდ ივანიშვილის მიერ წარმოებული კამპანიის გასანეიტრალებლად“

“ძალიან სასაცილოა, ნაც მოძრაობის ორი ყოფილი აქტიური მხარდამჭერის, მათ დროს მაღალ თანამდებობაზე მომუშავე ბატონი მიქანაძის და ქალბატონი ბოჭორიშვილის მოსმენა დღეს, წულუკიანის ცირკში.
ქალბატონი ბოჭორიშვილი 8 წელი მუშაობდა საელჩოში ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ. საინტერესოა, რატომ გამოტოვა თავის ბიოგრაფიიდან როგორ იყო გამწესებული ევროპარლამენტში სამუშაოდ ივანიშვილის მიერ წარმოებული კამპანიის გასანეიტრალებლად.
მისი ვალდებულება იყო, ემუშავა ევროპარლამენტთან ივანიშვილის ლობისტების საწინააღმდეგოდ, დიდად გულმოდგინედ ასრულებდა ამ საქმეს. საერთოდაც დიდი ‘მიშისტი’ იყო.
2018 წელს, ბრიუსელში მუშაობდა ისევ და აქტიურად ლაპარაკობდა, რომ ქვეყანა უფრსკულისკენ მიდის, ქართულ ოცნებასაც კარგად ლანძღავდა.
მაგრამ ჰოი საოცრებავ, აღმოჩნდა რომ უკეთესი ‘შმოტკა’ დასჭირდა და 2020 წელს გადაწყვიტა, რომ ქოცები ქვეყანას კი არ ანგრევენ და მის გადარჩენას ცდილობენ.
რა ქნას, საგარეოს ანგარიშების გარდა არაფერი აქვს წაკითხული ცხოვრებაში, სჯერა, რომ სულ ქოცების იქნება საქართველო,-წერს სალომე სამადაშვილი.

 

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძეს და გიორგი ვაშაძეს დღეს ხელახლა გავუგზავნით შეტყობინებას და კომისიაზე ჩართვას შევთავაზებთ – არ არის გამორიცხული, გამოუცხადებლობაზე ორშაბათს ახალი საქმეები გადაიგზავნოს პროკურატურაში
შემდეგი სტატიათანამედროვე ტრენდების კვალდაკვალ – თიბისის მობაილბანკში კვლავ სიახლეებია