სამადაშვილი – პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილებით „ნაცმოძრაობა“ პატივს სცემს საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე კარგია, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა პოლიტიკურ ლოგიკას მოკლებულია.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში სწორედ მიშელის დოკუმენტის საფუძველზე შევიდა და მნიშვნელოვანია, რომ საერთო ოპოზიციური ძალისხმევა ამ შეთანხმების შესრულებისკენ იყოს მიმართული.

„კარგია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში შემოსვლის შესახებ, თუმცა მიმაჩნია, რომ მათი მხრიდან ასევე სწორი იქნება შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერა. ოპოზიციამ გადაწყვეტილება პარლამენტში საქმიანობის შესახებ მიიღო სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე. ამიტომ ჩემთვის პოლიტიკურ ლოგიკასაა მოკლებული, რომ გააგრძელო პარლამენტში საქმიანობა და უარი თქვა ხელმოწერაზე მაშინ, როდესაც შეთანხმება მიაჩნიათ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ამოცანად ჩვენს მოკავშირეებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური ძალების ძალისხმევა მიმართული იყოს მიშელის გეგმის შესრულებისკენ. პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილებით ისინი პატივს სცემენ საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს, მაგრამ ამავე დროს გაუგებარია, მათი გადაწყვეტილება დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის შესახებ”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისებასტიან მოლინეუსი – მინდა მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, გაიკეთონ აცრა – ვაქცინები არის უსაფრთხო და აუცილებელი
შემდეგი სტატიაგაერო-ს ბავშვთა ფონდი მზადაა, დაეხმაროს მთავრობას, დიდი ზომის დაწესებულებიდან ბავშვები ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაიყვანოს