სამადაშვილი: ოპოზიცია ხვალ დარეგისტრირდება პარლამენტში, შედეგად, გადაიდგმება ნაბიჯი რურუას შეწყალების სახით

“ეს ამნისტია ვერანაირად დაიცავს ვერავის, ვინც არის პასუხისმგებელი ადამიანების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე და შესაბამისად, ვერ დაიცავს ვერც იმ ადამიანებს, ვინც გასცა ეს ბრძანება. ის ადამიანები, ვინც არიან დასახიჩრებული, ამ ამნისტიის შედეგად, მათ დასახიჩხერაზე პასუხისმგებელი პირები არ იქნებიან დაცულნი”, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, მსგავსი პოზიცია აქვს „ქართული ოცნებასაც“.

„რაც შეეხება იურიდიულ ტექნიკას, როგორ გაიწერება საბოლოოდ ამნისტიის კანონპროექტი, ამაზე ხვალ გავაგრძელებთ საუბარს და კონსულტაციებს. ხვალ იწყება შეთანხმების შესრულება, ოპოზიცია დარეგისტრირდება პარლამენტში და ამის შედეგად გადაიდგმება პირველი ნაბიჯი გიორგი რურუას შეწყალების სახით. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ამაზე გაგრძელდება ხვალ კონსულტაციები. ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ ნიკას აზრს. გვექნება მსჯელობა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე: ხვალ ამნისტიის კანონის დარეგისტრირება, დიდი ალბათობით, არ მოხდება
შემდეგი სტატიაოხანაშვილი: ამნისტიის კანონპროექტი აუცილებლად დაინიცირდება და იქცევა კანონად