5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

სამადაშვილი: “ოცნების” მმართველობის ყოველი დღე საქართველოსთვის კიდევ უფრო მძიმე ჩიხად იქცა

„ლელო“ იასპარეზებს ქართულ პოლიტიკაში დამოუკიდებლად, როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი პოლიტიკური ძალა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს ძალიან უჭირთ აღიარონ, რომ მიზეზი, რის გამოც ისინი რეალურად ვეღარ მართავენ ქვეყანას და რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის ყოველი დღე საქართველოსთვის კიდევ უფრო მძიმე ჩიხად იქცა, არის ის, რომ ამ პოლიტიკურ ძალას აღარ აქვს ქართველი ხალხის ნდობა. ქართველ ხალხს სჭირდება პოლიტიკური ცვლილება. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ დიახ, აუცილებლად გაიმარჯვებს „ლელო“, რომლის მთავარი მოკავშირე რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში სწორედ ქართველი ხალხი და ჩვენი თანამოქალაქეები არიან, რისიც, როგორც ჩანს, ძალიან ეშინია ივანიშვილს. მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, „ლელომ“ არ იარსებოს როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა მოთამაშემ. ამას ადასტურებს მისი წარმომადგენლის, კობახიძის განცხადებაც, თითქოს „ლელო“ აპირებს, შეუერთდეს რაიმე პოლიტიკურ გაერთიანებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია – „ლელო“ იასპარეზებს ქართულ პოლიტიკაში დამოუკიდებლად, როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ვასილ მაღლაფერიძეზე: ბაყაყებს გვალვა დაუდგათ და აყიყინდნენ
შემდეგი სტატიაკშიშტოფ ბრეიზა ევროკომისიას საქართველოში კრემლის პროპაგანდის საფრთხის ანალიზისა და შესაძლო რეაგირებისკენ მოუწოდებს