სამადაშვილი “ოცნების” განცხადებაზე: ვის ასრულებთ ბატონებო და ქალბატონებო, ამ ქვეყნის ნახევარ მილიონ მოქალაქეს?

დეპუტატი სალომე სამადაშვილი “ნაცმოძრაობის დასრულებასთან” დაკავშირებით “ქართული ოცნების” წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.

 

“ვის ასრულებთ ბატონებო და ქალბატონებო, ამ ქვეყნის ნახევარ მილიონ მოქალაქეს? მათ ეუბნებით, რომ არსებობის უფლება არ აქვთ და ბოროტება რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში ისინი უნდა დასრულდნენ?! ამას ეუბნებით იმ ათი ათასობით ადამიანს, რომელიც გამოვიდა ქუჩაში რამდენიმე დღის წინ და გეუბნებათ, რომ არ მიიღებს უსამართლო თამაშის წესებს? ამას ეუბნებით კიდევ ერთხელ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც გეუბნებათ, რომ ქვეყანა სადაც ყოფილი პრეზიდენტი არის საპატიმროში და მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, იმსახურებს სამართლიან სასამართლოს?”, – მიმართა სალომე სამადაშვილმა “ოცნების” დეპუტატებს.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: „ნაცობა“ არის ბოროტება, მაგრამ ამავე დროს არის დიდი სირცხვილი
შემდეგი სტატიავლადიმერ კახაძე: უკანონო მიყურადება კი არა, ყველაფერი უკანონო დასაგმობია!