სამადაშვილი “ოცნებას”: შესაძლებლობა არა გაქვთ თუ როგორ შეიძლება ომბუდსმენს უფლებამოსილება შეუწყვიტოთ, თორემ ნინო ლომჯარიას სახელობის პროექტების დასტასაც შემოიტანდით

იურიდიულად არანაირი შესაძლებლობა არა გაქვთ და ვერ მოიფიქრეთ მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება სახალხო დამცველს უფლებამოსილება შეუწყვიტოთ, თორემ ნინო ლომჯარიას სახელობის კანონპროექტების დასტასაც შემოიტანდით, – ასე მიმართა “ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა სალომე სამადაშვილმა.

მისი განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ლონდა თოლორაიას სახელობის საკანონმდებლო ცვლილებები უნდა ეწოდოს. “წარმოდგენილი პროექტის ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ სამსახურიდან კონკრეტული ადამიანი გაისტუმრონ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის მონაკვეთზე მსხვერპლით დასრულდა
შემდეგი სტატიავაშაძე – პარლამენტში გადაწყვეტილებას იღებს არა პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ ირაკლი კობახიძე