სამადაშვილი – მონახაზი, რომელსაც მედიატორი შემოგვთავაზებს, იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის წარმოდგენილი კარგი სამოქმედო გეგმა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მათი პარტიისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა ის პუნქტი, რომელიც დაფიქსირებული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გეგმაში.

„დაველოდებით მედიატორის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, ამ დოკუმენტში თუ იქნება ასახული ყველა ის საკითხი, რასაც შეეხებოდა მიშელის გეგმა, მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნების, საარჩევნო რეფორმის, მართლმლსაჯულების რეფორმის თემები და სხვა.

ეს მონახაზი, რასაც მედიატორი შემოგვთავაზებს, ჩავთვლით რომ იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ჩვენს ქვეყანაში დემონსრატიული სისტემის გადასარჩენად და დასაცავად წარმოდგენილი კარგი სამოქმედო გეგმა. ცხადია, რომ ჩვენ შესაბამისად, განვიხილავთ დოკუმენტის ხელმოწერას“, – განაცხადა სამადაშვილმა.

​სალომე სამადაშვილის განცხადებით, მხარეების პოზიციები მედიატორისთვის არის ცნობილი.

„ამიტომ დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება, გასაგებია, რომ ორივე მხრიდან მოითხოვს გარკვეულ დათმობებს, მაგრამ, ამავე დროს, ალბათ უნდა სთავაზობდეს ორივე მხარეს მათთვის მნიშვნელოვან პრინციპულ საკითხებზე შესაბამის მონახაზს.

პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე და ვადამდელ არჩევნებთან მისასვლელი გზის შესახებ შეთანხმების გარეშე ფართო პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა არ იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი – შეტევა დასავლურ ინსტიტუტებზე სააკაშვილის რიტორიკაა
შემდეგი სტატიაკორონავირუსზე ბოლო 24 საათში 782 პირი აიცრა