სამადაშვილი: მოლაპარაკების პროცესში ოპოზიციამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები კომპრომისისკენ ასეთი კომპრომისი იყო პლებისციტი

„ჩვენი პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილია-პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება. ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი, რომ მოლაპარაკების პროცესი განახლდეს და მივიდეთ იმ საბოლოო მიზნამდე, რომელიც გვაქვს დასახული. დემოკრატიული პროცესის აღდგენა და ვადამდელი, ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. იმედი გვაქვს, ეს ვიზიტი აღმოჩნდება შედეგიანი სწორედ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად. იცით, რომ მოლაპარაკების პროცესში ოპოზიციამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები კომპრომისისკენ. ასეთი კომპრომისი იყო პლებისციტი. ამის შემდეგ ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა ძირითადი ოპოზიციური პარტიის ოფისზე, დააპატიმრა მისი ლიდერი ნიკა მელია და შეიძლება ითქვას, ამით ნულოვან პროცესზე დააბრუნა ვითარება. მოლაპარაკებები ჩიხში არ შეუყვანია ოპოზიციას, ჩიხში შეიყვანა ხელისუფლებამ. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს ჩვენი ევროპელი კოლეგების გზავნილებს, რომ მოლაპარაკებები უნდა განახლდეს და უნდა მოიძებნოს კომპრომისი“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ დღესაც ველოდებით „ფაიზერისგან“ და „კოვაქსისგან“ სატელფონო ზარის ზუსტ თარიღს
შემდეგი სტატიაბაქრაძე: გამოსავლის მოძებნას სჭირდება დიალოგი