სამადაშვილი – მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ და იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც მუშაობენ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების დღის წესრიგზე, ერთობლივად შევიმუშაოთ სტრატეგია

საქართველოს პარლამენტში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობების შესახებ ფრაქციების „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია იმართება.

შეხვედრას ესწრებიან პოლიტიკოსები და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა (GSAC) და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტები.

„იმ პირობებში, როდესაც ვხედავთ, რომ დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში რეალური პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით ვერ ვნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც ოპოზიციამ, ასევე იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც მუშაობენ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების დღის წესრიგზე, ერთობლივად დავამუშაოთ სტრატეგია და განვახორციელოთ ეს სტრატეგია, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, დღევანდელი კონსულტაციები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად გავაანალიზოთ, რას არ აკეთებს ხელისუფლება, რას უნდა აკეთებდეს და ჩვენ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი – მოსამართლეთა დასახელებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არ შეეფერება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას
შემდეგი სტატიასასაფლაოების გაქურდვის ბრალდებით, პოლიციამ 32 წლის ქალი 3 შვილთან ერთად დააკავა