სამადაშვილი – მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიეცეს დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტს შესაძლებლობა, შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს და შეფასდეს მისი მდგომარეობა

ის, რაც ჩვენ ვნახეთ, რეალურად არის მორიგ ჯერზე ძალადობა პატიმრის წინააღმდეგ, მისი უფლებების უხეში დარღვევა და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება შეფასებული, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ, – ასე შეაფასა პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანა.

მან ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა შეაფასოს.

„დღეს ალბათ, მთავარი არის ის, თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიეცეს დღესვე, უახლოეს წუთებში შესაძლებლობა დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტს, რომ შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს და შეფასდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს არის ის, რაც გადაუდებლად არის გასაკეთებელი. ვფიქრობ, საზოგადოება ამას ელოდება. ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაძლო დამძიმებას. ის მისი ნების საწინააღმდეგოდ და სამედიცინო დასკვნის გარეშე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებიდან საპატიმროში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კომიტეტების სხდომის წინ მოდიან, ოქმს ხელს აწერენ, რომ ხელფასი არ დაექვითოთ, ეს არის ბოიკოტი?
შემდეგი სტატია„ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა თავიდანვე უნდა დაეყენებინა – ხვიჩია