სამადაშვილი – კოვიდის მართვის ისეთი ცუდი მონაცემები გვაქვს, მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი კი არა, მთელი მთავრობა უნდა მიდიოდეს

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს კოვიდის მართვის ისეთი ცუდი მონაცემები აქვს, მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი კი არა, მთელი მთავრობა უნდა წერდეს განცხადებას და მიდიოდეს.

სამადაშვილის თქმით, მთავრობა წარუმატებელია პროცესის მართვაში და ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი წავიდა.

„საქართველოს კოვიდის მართვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მონაცემები აქვს. ჩვენ ვართ მერვე ადგილზე კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით, სიკვდილიანობის მაჩვენებლით – მეოთხე ადგილზე. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი კი არა, მთელი მთავრობა განცხადებას უნდა წერდეს და მიდიოდეს, როცა ასეთი სავალალო შედეგია, ყოველდღე უამრავი ადამიანი იღუპება. როცა მთავრობა ასეთი წარუმატებელია პროცესის მართვაში, ცხადია, შიდა განხეთქილება აუცილებლად შეიქმნებოდა, რადგან წარუმატებლობა ვინმეს უნდა დაბრალდეს და როგორც ჩანს, ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი წავიდა. თუ ეკატერინე ტიკარაძის შეხედულებებს ღარიბაშვილი არ ითვალისწინებდა, ის სწორად მოიქცა, რომ განცხადება დაწერა და წავიდა, მაგრამ ამით ვერ აიცილებს ხელისუფლება პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა, რადგან ამ შემთხვევაში, კოვიდის მართვის პროცესი არ არის მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის პრეროგატივა და კატასტროფული შედეგი არის მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მართვის რესურსი ამოწურა. ტიკარაძე, როგორც ვიცი, არის ბიძინა ივანიშვილთან ძალიან დაახლოებული ადამიანი და როგორ ჩანს, პარტიაში მისი დარჩენა ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილისთვის საკუთარი კადრების პარტიაში ყოფნა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანე ჩხაიძე: ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზი სავარაუდოდ, არის მწვანე პასპორტში ვადის დაფიქსირების თემა
შემდეგი სტატიათუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ ძლიერი ზომებით უპასუხებს – ბაიდენი ზელენსკის ესაუბრა