11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

სამადაშვილი: კობახიძის გამოსვლამ გაეროში ძალიან ნათელი გახადა, რომ საქართველო ჩახსნილია ევროპული დღის წესრიგიდან

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა შეაფასა და მას ანტისახელმწიფოებრივი უწოდა.

სამადაშვილის განცხადებით, კობახიძის სიტყვით გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად ქვეყნის ევროპული მომავალი და ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიული მიზანი დღის წესრიგიდან გაქრა.

„გამოსვლამ ძალიან ნათელი გახადა, რომ საქართველო ჩახსნილია ევროპული დღის წესრიგიდან, რომ ჩვენს ეროვნულ ამოცანას აღარ წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება…

ოკუპაცია არ არის სტატიკური მოვლენა — მიდის დაჩქარებული ანექსიის პროცესი. ამ კონტექსტში არცერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი, თუ რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო თანამეგობრობამ. გენერალური გზავნილი იყო ის, რომ არსებობს ტერიტორია, ამ ტერიტორიას აკონტროლებს ივანიშვილის რეჟიმი და ვინმეს თუ აქვს რაიმე ინტერესი, უნდა ელაპარაკოს ივანიშვილს. ეს იყო აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლა“, — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ნაკრებს ტრიბუნიდან 7500 მოზარდი გულშემატკივრობს
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის საგარეო უწყება საქართველოს საპატრიარქოს პასუხობს