სამადაშვილი – კობახიძე „ეფესბეს“ გზავნილებით გვესაუბრება – თვითლუსტრაცია იყო მისი განცხადებები

კობახიძე „ეფესბეს“ გზავნილებით გვესაუბრება – თვითლუსტრაცია იყო მისი განცხადებები, – ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველო რომ ომში ჩაერთოს, დეკემბერში კანდიდატის სტატუსი ექნება.

სამადაშვილის განცხადებით, თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარებოდა, ამ განცხადებების შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდებოდა იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური პროექტის ჩამოშორება ქვეყნის მართვის სადავეებიდან არის წინაპირობა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

„კობახიძემ გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად, წინაპირობა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს საქართველომ არის ის, რომ ომში უნდა ჩაერთოს ქვეყანა – ეს თქვა ირაკლი კობახიძემ. ამიტომ გაუგებარია რატომ ატყუებს კობახიძე ვინმეს, რატომ საუბრობს 12 მოთხოვნის შესრულების გეგმაზე, როცა ის პირდაპირ გვესაუბრება “ეფესბეს” გზავნილებით, თითქოს ევროკავშირი სთხოვდეს ჩვენს ქვეყანას ომში ჩართვას იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. თვითლუსტრაცია იყო კობახიძის განცხადებები. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ კობახიძე სანამ ჰქვია მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ამ ქვეყანას არანაირი შანსი არ აქვს კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ალბათ, გუშინ ეს ხალხიც დარწმუნდა იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური პროექტის ჩამოშორება ქვეყნის მართვის სადავეებიდან არის წინაპირობა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად”, – განაცხადა სამადაშვილმა.

წინა სტატიაშიმიშელი – მზად ვართ, მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი კომისიის დასკვნაში წარმოდგენილი პრიორიტეტები მოგვარდება
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი – რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებისა და სრული შეწყვეტისთვისაც კი უნდა მოვემზადოთ