სამადაშვილი – ყველაფერი მიუთითებს, რომ ხელისუფლების შემდგომი სამიზნე დამოუკიდებელი მედია იქნება

ყველაფერი მიუთითებს, რომ ხელისუფლების შემდგომი სამიზნე დამოუკიდებელი მედია იქნება, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

“ჩვენ ვნახეთ, რომ 5 ივლისს მედიაზე გახორციელებული თავდასხმა გამოუძიებელი და დაუსჯელი დარჩა. დიდი ხანია, ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი სამიზნე არის დამოუკიდებელი მედია. ვნახეთ, როგორ განახორციელა სადამსჯელო ოპერაცია კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ “მთავარი არხის“ წინააღმდეგ. ვნახეთ მუქარა პროკურატურის მხრიდან “ტვ პირველის“ წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ხელისუფლების შემდგომი სამიზნე, პირველ რიგში, დამოუკიდებელი მედიაა, რადგან მიიჩნევენ, რომ დამოუკიდებელი პრესა მათ არ აძლევს შესაძლებლობას ქართული სახელმწიფო ბოლომდე კომფორტულად მიიტაცონ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიცია მოქმედებდა ღია აგრესიით, სცდებოდნენ უფლებამოსილების ფარგლებს – NGO-ები სასამართლოსთან განვითარებულ მოვლენებზე
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის დამტკიცებამ არ დაუტოვა დესტრუქციულ ოპოზიციას გზა დაპირისპირების ხარისხი გადაეტანათ პარლამენტიდან თვითმმართველობებში