სამადაშვილი – ხელისუფლებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება „ძვირი დაუჯდება“

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ხელისუფლებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ძვირი დაუჯდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართული ოცნება” დღეს უკიდურესად შეშინებულია, რადგან ადამიანების ნდობის საყრდენი დაკარგული აქვს და დროის საკითხია, როდის დაკარგავს მმართველი გუნდი პოლიტიკურ ძალაუფლებას.

“ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი აკეთებს განცხადებას, რომ სახიფათოა ქვეყნისთვის ის, რაც ხდება, როდესაც დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტს ხელისუფლება აუქმებს. ეს შეფასება გაკეთდა ამ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა არც ერთი მოწოდება, არ გაითვალისწინა ჩვენი ალტერნატიული კანონპროექტის მიერ შექმნილი შესაძლებლობა და ჯიუტად ახორციელებს საკუთარ დღის წესრიგს. ეს ყველაფერი არის რეალურად ძალადობა სახელმწიფოზე, ძალადობა საკუთარ ხალხზე და ძალიან ძვირი დაუჯდება ხელისუფლებას ეს ყველაფერი”,-განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ოცნების“ მოქმედებებში ძირითადად დომინირებს შურისძიებისა და ანგარიშსწორების მოტივები – ჯაფარიძე
შემდეგი სტატიასაქართველოში დღეის მონაცემებით „ომიკრონის“ 93 შემთხვევაა დადასტურებული