სამადაშვილი – გია ბარამიძისნაირ ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს არ მივცემ უფლებას, ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს

მელია რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე, ჩემო გია, – ამის შესახებ სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის სტატუსის პასუხად წერს.

როგორც სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, არ მისცემს უფლებას ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს, ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს.

„მელია რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე, ჩემო გია. მანამდე არ ვაპირებ, უფლება მივცე შენ და შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს, ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს“, – წერს სალომე სამადაშვილი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიელისაშვილი – უხერხული და არასერიოზულია, რომ ყველას პოლიტიკური პატიმარი დავარქვათ
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი – კიდევ ერთი კომიტეტი შევარჩიე, განათლების კომიტეტთან ერთად