სამადაშვილი: ევროპული საბჭო, მიმდინარე თვის ბოლოს “ოცნებას” რიგი მიმართულებით ფინანსურ დახმარებას შეუჩერებს

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ევროკავშირი იძულებულია, ნაცვლად საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნისა, სანქციების მომზადებაზე იმსჯელოს.

სამადაშვილი ვარაუდობს, რომ ევროპული საბჭო, მიმდინარე თვის ბოლოს “ოცნებას” რიგი მიმართულებით ფინანსურ დახმარებას შეუჩერებს

სამწუხარო რეალობა არის ის, რომ დღეს ევროკავშირი, ნაცვლად იმისა, რომ მსჯელობდეს, რამდენად სწრაფად უნდა გაიხსნას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები საქართველოსთან, იძულებულია, რუსეთის ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად იმსჯელოს იმაზე, უნდა დაიწყოს თუ არა ევროკავშირმაც მუშაობა სანქციების რეჟიმის მომზადებაზე. მე ვვარაუდობ, რომ მიმდინარე თვის ბოლოს, ევროპული საბჭო გადაწყვეტს, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერდეს მთელი რიგი მიმართულებით დახმარება დაფინანსების. ცხადია, რომ ეს აზიანებს ჩვენ ურთიერთობას ევროკავშირთან”, – ამბობს სამადაშვილი.

ახალი გაფრთხილება და ახალი მოწოდება “ქართულ ოცნებას” – ივანიშვილის პარტიას ლატვიის სეიმიდან მოუწოდებენ, პატივი სცენ საკუთარი მოქალაქეების ნებას და დააბურნონ ქვეყანა ევროატლანტიკურ გზაზე.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: ევროპას რუსეთთან კარგი ურთიერთობა სჭირდება, თუ მას სურს დარჩეს გლობალური განვითარების ერთ-ერთ ცენტრად
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი – დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდებიან ერთად და სამუდამოდ