სამადაშვილი: დოკუმენტში პრობლემებია გარკვეულ საკითხებზე, უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი, გარკვეულწილად გაუმჯობესებულია, იმასთან შედარებით, რაც იყო უკანასკნელ მოლაპარაკებების რაუნდზე.

მისივე თქმით, დოკუმენტში არის გარკვეული პრობლემები, რაზეც პარტიამ უნდა გააგრძელოს მსჯელობა.

“გეტყვით პირდაპირ, რომ ჯერჯერობით გვაქვს პრობლემები გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში შემოთავაზებულ დოკუმენტში რაც არის ასახული, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა და შიდა კონსულტაციები იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს საბოლოო პოზიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის. მე სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით, თუმცა ამავე დროს, დღეს ჩემთვის გაუგებარია, აპირებს თუ არა ქართული ოცნება იმ შეთანხმების ხელმოწერას, რომელსაც ასე ელოდებიან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები. რადგან ისინი დღევანდელ შეხვედრაზე არ იყვნენ წარმოდგენილი, ეს აჩვენებს ზოგადად მათ დამოკიდებულებას ამ პროცესის მიმართ, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, წინ ნაბიჯი გადაიდგა, გამოიკვეთა გზა, როგორ შეიძლება, გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება სამომავლო პოლიტიკურ კურსზე, კონკრეტულად ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ვნახოთ რამდენად მისაღები აღმოჩნდება ეს პოზიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”, – ამბობს სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: არ მომწონს ეს დოკუმენტი, ერთადერთი, პოლიტპატიმრების საკითხია უკეთ გაწერილი
შემდეგი სტატიაჭიჭინაძე: როდესაც ნიკა მელია ციხეშია, „ოცნებასთან” მოლაპარაკებაზე არ უნდა დაჯდე