სამადაშვილი – დამშვიდდით მეგობრებო, საერთოდ არაფერი დასრულებულა

დამშვიდდით მეგობრებო, საერთოდ არაფერი დასრულებულა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სამადაშვილის განცხადებით, მთავარი ბრძოლა ჯერ წინ არის.

„დამშვიდდით მეგობრებო, საერთოდ არაფერი დასრულებულა. თავდაყირა დადგა ოცნება და საცოდავი, ერთი-ორი პროცენტის განსხვავებით მიითვისა გამარჯვება.

წინ ბევრი საქმეა, ესეც რომ ვეღარ შეძლოს. მაგრამ მერწმუნეთ – ასეთი დასუსტებული არ ყოფილა ხელისუფლება, გასული ცხრა წლის მანძილზე.

მიხეილ სააკაშვილი, იმედი მაქვს, შეწყვეტს შიმშილობას. მისი მომხრეებისთვის დღეს ეს გამხნევება იქნება. მისი სიცოცხლის საფრთხეში აღმოჩენა კი, სრულიად საპირისპირო ეფექტს მოახდენს – საერთო ეროვნულ დეპრესიას და უიმედობას გამოიწვევს.

მთავარი ბრძოლა ჯერ წინაა“, – წერს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშითბილისში ყველა უბნის დათვლის შემდეგ, კახა კალაძე 55.603 პროცენტით იმარჯვებს
შემდეგი სტატიაქუთაისში ოპოზიციონერ დეპუტატს მანქანა დაუმტვრიეს