სამადაშვილი – ჩვენ დღეს გავიღვიძეთ ახალ პოლიტიკურ რეალობაში

ყველასთვის ცხადია, რომ არანაირი დამოუკიდებელი განსჯა და გადაწყვეტილება გუშინ არ შემდგარა. მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა პოლიტიკური მითითება, რა უნდა გაეკეთებინა, – ამის შესახებ

მისივე თქმით, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება საქართველოში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ არ მომხდარა

„მაგრამ მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ესმოდეთ, რომ ჩვენ დღეს გავიღვიძეთ ახალ პოლიტიკურ რეალობაში, იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელშიც გვითხრეს, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ ქვეყანაში გააუქმეს დემოკრატიული პროცესი. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ არ მომხდარა. ეს არის ახალი პოლიტიკური ვითარება, საერთოდ პოლიტიკური გარემო, რომელიც უნდა შევცვალოთ ყველამ ერთად, ვისაც გვსურს თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება. ვაპირებთ, ძალიან მშვიდად და მტკიცედ შევხვდეთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას. ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს ქმნის პოლიტიკურ ესკალაციას, არის მიუღებელი
შემდეგი სტატიამელია – ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან მხოლოდ ახალი, ვადამდელი არჩევნები