სამადაშვილი – ჩემთვის გაუგებარი იყო, რას დაუკარით ტაში იმ დღეს და რას უკრავთ ტაშს მეორეჯერ?

ჩემთვის გაუგებარი იყო იმ დღეს და გაუგებარია დღესაც, რას დაუკარით ტაში იმ დღეს და რას უკრავთ ტაშს მეორეჯერ?! – ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის მეორე მოსმენას.

სამადაშვილის განმარტებით, მმართველი გუნდის კანონპროექტი ამნისტიის შესახებ აცდენილია შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას.

“უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი დღეს, ერთის მხრივ ვეთანხმები, რაც თქვეს ჩემმა კოლეგებმა და მეორე მხრივ მიწევს დავეთანხმო იმას, რაც ამ დარბაზში გააჟღერა არჩილ თალაკვაძემ. დიახ, ბატონო არჩილ, ამნისტიის შესახებ ჩანაწერი მიშელის დოკუმენტში გაკეთდა ერთადერთი მიზნით და ეს მიზანი იყო ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა. შემიძლია, გითხრათ და დაგიდასტუროთ იმ ოპოზიციის სახელით, რომელიც ხელი მოაწერა მიშელის დოკუმენტს, რომ ჩვენ არ შევთანხმებულვართ კანონპროექტის იმ ვერსიაზე, რომელიც თქვენ აქ, ამ დარბაზში ტაშით დაამტკიცეთ.

ჩემთვის გაუგებარი იყო იმ დღეს და გაუგებარია დღესაც, რას დაუკარით ტაში იმ დღეს და რას უკრავთ ტაშს მეორეჯერ?! თუ მარტო უმრავლესობა მიიღებს იმ კანონპროექტს, რომელიც არის აცდენილი როგორც მიშელის შეთანხმება, ასევე სულისკვეთებას, რომ ამ დოკუმენტის საფუძველზე უნდა მივიღოთ კონსესუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ამიტომ გამოიყენეთ მეორე მოსმენა, რომ მოხდეს პოზიციების დაახლოება ჩვენს კანონპროექტსა და თქვეს კანონპროექტს შორის”,- თქვა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთში სამხედრო წვრთნებისას გამანადგურებელი შავ ზღვაში ჩავარდა
შემდეგი სტატიამელია – ეს ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში უკან წევს თაობებს და ცლის ქვეყანას საქართველოს მოქალაქეებისგან