სამადაშვილი – ცესკო-ს შემადგენლობის შეცვლა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა

ისეთ საარჩევნო ცვლილებებს უნდა მივაღწიოთ, რომელიც არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობას აღადგენს. ამ თვალსაზრისით, მივიჩნევთ, რომ ცესკო-ს შემადგენლობის შეცვლა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, საარჩევნო რეფორმაში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია დაფიქსირებული, მაგრამ რაღაც საკითხები არსებობს, რაზეც განსხვავებული პოზიციებია და „ლელომ“ პარტნიორებთან კონსულტაციები დაიწყო.

„მათ შორის, საუბარი იქნება ვენეციის კონისიასთან. ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება მათი პოზიცია იმ საკითხებზე, რაზეც აზრთა სხვადასხვაობაა. ერთ-ერთი საკითხია ცესკო-ს მოქმედი შემადგებლობის საკითხი. ასევე ცესკო-სთან არსებული საბჭოს დაკომპლექტების საკითხები. დამატებითი კონსულტაციები იქნება და დახმარება გვჭირდება პარტნიორებისგან, განსაკუთრებით იმ საკითხზე, რომლებიც ეხება დავების გადაწყვეტას, რადგან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა”, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი გელათზე – მინდა ყველას გთხოვოთ, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – თამარ ჟვანია ვერ ჩაატარებს არჩევნებს