სამადაშვილი – ბორელმა ირაკლის თავზე ხელი ცოტა რბილად წამოარტყა

ლავროვი დილას სიცილით მოკვდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას ეხმაურება.

სამადაშვილი მომხდარის ანალიზს აკეთებს და მოლაპარაკებების პროცესის უშედეგოდ დასრულებას მათ შორის იმ ფაქტს უკავშირებს, რომ „ბორელმა ირაკლის თავზე ხელი ცოტა რბილად წამოარტყა, მიშელმა კი საჯაროდ ყური არ აუწია“.

„ამ ამბის მოკლე ისტორია პოპულარულ ენაზე ასე გამოიყურება: ევროკავშირის საგარეო მინისტრი, ესპანელი სოციალისტი, ბორელი ჩავიდა მოსკოვში, დაამცირეს და გამოუშვეს. ბელგიელმა ლიბერალმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, მიშელმა გადაწყვიტა ევროკავშირის რეპუტაცია დაეცვა, რუსეთის სამეზობლოში ევროკავშირის მნიშვნელობა ეჩვენებინა, მათ შორის საქართველოში კრიზისის მოგვარებით. ამ დროს, ღარიბაშვილი ჩავიდა ბრუსელში, სადაც ბორელმა ირაკლის თავზე ხელი გადაუსვა საჯაროდ, ისე, ცოტა რბილად წამოარტყა, სასამართლო არ გივარგათო. მიშელმა კი, ბევრი შეხვედრის მიუხედავად, სამწუხაროდ, საჯაროდ ყური არ აუწია, გაუფრთხილდა. ჩამოვიდა სამშობლოში რა „იკა“, გადაწყვიტა მიშელის წარმომადგენელი სახლში ხელცარიელი გაეშვა. ბატონი ბორელი, რომელსაც სულაც არ მიაჩნია, რომ მოსკოვში ევროპა დაამცირეს მისი ვიზიტისას და ვერ გაიგო, რატომ გამოესარჩლა მიშელი, ირონიულად გაიღიმებდა – ვერც მიშელმა დაუმტკიცა რუსეთს, რომ რუსეთის უკანა ეზოში „დიდი ბიჭი“ ევროპააო. ლავროვი კი, დილას სიცილით მოკვდება”, – წერს სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიამ ავტორიტარიზმში, მედიაციის უშედეგოდ დასრულება რომ ოპოზიციას დავაბრალო, უნამუსობაა – მშვენიერაძე
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა