სამადაშვილი – არ მახსენდება პარლამენტში მოსული აშშ-ის ელჩი იმ მიზნით, რომ კანონის მიღება შეჩერდეს

„სადამსჯელო ოპერაციის გარდა ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ – დაჩქარებული წესით საგანგებო სესიაზე იმ კანონპროექტის მიღებას, რომელსაც მკვეთრად და აშკარად ეწინააღმდეგებიან ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები. არ მახსენდება პარლამენტში მოსული აშშ-ის ელჩი სწორედ იმ მიზნით, რომ შეჩერდეს კანონის მიღება. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის მოტივირებული გააუქმოს მოქალაქეების დასაცავად შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო.

ამასთან, ჩვენ ინიცირება მოვახდინეთ ალტერნატიული კანონპროექტის და მზად ვართ, რომ შევიდეთ იმ ცვლილებების განხილვაში, რომელიც აუცილებელია, თუმცა ამას სჭირდება დრო და დაჩქარებული წესით ხელისუფლების კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს და გადაიდოს შემდგომი სესიისთვის“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – ჩვენ შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ არ წავალთ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – მიწის ნაკვეთის ერთ ლარად პრივატიზაცია ტყუილია