სამადაშვილი – ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციის ვერსია კონკრეტულ ადამიანებს ეხება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციის ვერსია კონკრეტულ ადამიანებს ეხება.

„ამ სიის შემუშავება არის მარტივი, რადგან არსებობს კონკრეტული საქმეები, რომლებიც არის დაწყებული 20 ივნისის დამდგარ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება, ან გადაწყვეტილება არის მიღებული. ამიტომ ამ პირთა წრე ცნობილია და ჩვენი კანონპროექტი ვიწროდ შეეხება იმ პირთა წრეს, რომელთა წინააღმდეგაც დაიწყო გამოძიება, შესაბამისი სამართლებრივი შედეგი დადგა. ასეთი ადამიანები არიან გადანაწილებული ძირითადად ორი მუხლით და, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ვიწროდ ინტერპეტირებული, მხოლოდ ამ მუხლებთან მიმართებაში, რადგან საუბარი არის მხოლოდ იმ საქმეებზე, რომლებიც უკვე შედგა და არა რაიმე ჰიპოთეზურ, მომავალ გამოსაძიებელ საქმეზე“, – განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროქტს, სამადაშვილის შეფასებით, ოპოზიციის აზრის გათვალისწინების გარეშე აღნიშნული პროექტის მიღება შარლ მიშელის დოკუმენტის წინააღმდეგ წასვლა იქნება.

„მე მიმაჩნია, რომ უმრავლესობის მხრიდან მიშელის დოკუმენტის წინააღმდეგ წასვლა იქნება, რომ მათ გაიტანონ საკუთარი კანონპრექტი ისე, რომ უგულებელყონ ოპოზიციის აზრი ამ საკითხზე, ეს მათთვის პოლიტიკურად ძალიან დამაზიანებელი იქნება“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჰარცელი – ჟურნალისტები მთავარი მოკავშირეები არიან
შემდეგი სტატიამესტიაში, საძიებო-სამაშველო ოპერაციის დროს, მაშველებმა ერთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს