სამადაშვილი – ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკან, არამედ იარების მოშუშებისკენ

“ეს კრიზისი არ არის დასრულებული, სანამ სრული ოპოზიციური სპექტრი არ არის გაერთიანებული ამ შეთანხმების გარშემო. დღეს, პირველ რიგში, ამ დარბაზიდან მინდა, მივესალმო პოლიტპატიმარ, ნიკა მელიას, პოლიტპატიმარ, გიორგი რურუას და გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ დავხუროთ პოლიტიკური დევნის თემა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს შეთანხმება, რომელზეც ხელი მოვაწერეთ გახდეს ნაბიჯი წინ, რომ ქვეყანაში დავასრულოთ პოლარიზაცია, პოლიტიკური კრიზისი და მოვემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის”,- ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას თქვა

მისი განცხადებით, ვერ ამოიშლება ისტორიიდან გავრილოვის ვიზიტისა და ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნის დღე, თუმცა როგორც სამადაშვილი ამბობს, ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკან, არამედ იარების მოშუშებისკენ

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშინაცვლიშვილი – ჩვენს ქვეყანას ისე თუ მოვეპყრობით, როგორც დედა შვილებს და არა, როგორც დედინაცვალი, შევძლებთ, სახელმწიფო გავიდეს სამშვიდობოს
შემდეგი სტატიანინო ვიბლიანი – ჟაბეშში გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ადგილზე გეოლოლოგებს ველოდებით