სამადაშვილი ამბობს, რომ პრემიერის გამოსვლისას მთავრობის მეთაურთან მწვავე კითხვები ექნებათ

ფრაქცია „ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრთან მწვავე კითხვები ექნებათ. მისივე თქმით, კითხვები პირველ რიგში ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით იქნება დასმული.

„პრემიერ-მინისტრის მიმართ ძალიან მწვავე კითხვები გვექნება, რაც პირველ რიგში, იმ უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება, რაც ქვეყანაშია შექმნილი, რადგან ანგარიში მთლიანად აცდენილია იმ რეალობას, რაც ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე დგას სოციალური, ეკონომიკური თვალსაზრისით. ქვეყანაში სიღარიბე საგრძნობლად გაიზარდა მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრი გვეუბნება, რომ წარმატებით გაართვა თავი ეკონომიკურ გამოწვევებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 25 ივნისს წარუდგენს.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: პრემიერის გამოსვლისას, იმ კითხვებს დავსვამთ, რაც ხალხს ადარდებს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი: ბევრ საკითხზე სრული თანხმობა გვაქვს