ახალი ალიანსი “ლელოს” გარეშე – სალომე სამადაშვილი “ახალის”, “დროას” და “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერებს წარმატებებს უსრვებს, თუმცა იქვე ამბობს, რომ მისი პარტიისთვის მნივნალოვანია საზოგადოებას “რეალური სიახლე” შესთავაზონ.
დეპუტატის თქმით, “ახალი არ ნიშნავს კარგად დავიწყებულ ძველს”.
ჩვენ, ყველა ერთად, აუცილებლად მოვიპოვებთ გამარჯვებას ქართველი ხალხისთვის. ლელოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ერთი საკითხი – კონფიგურაცია, რომელიც შედგება, იყოს რეალური სიახლის შეთავაზება ქართველი ხალხისთვის, იმიტომ რომ ამას ელოდება ხალხი. ჩვენ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა, პარტიებთან, რომლებიც დღეს გაერთიანდნენ, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ მომავალში სხვებთან ერთად მათთანაც გავაგრძელოთ საუბარი, იმიტომ რომ “ლელოს” ერთადერთი ამოცანა, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაა და ჩვენი კარი რჩება ღია კონსულტაციებისთვის.
მსგავსი რეფერენდუმის პირობებში “ლელოსთვის” რომ მნიშვნელოვანი იყოს ისეთი საკითხები, როგორიცაა კაბინეტის, პოსტების განაწილება, დამეთანხმებით რომ ძალიან უცნაური იქნებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ქარტიის ხელმომწერი არია ჩვენი პარტია”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ახალი”, „დროა” და „გირჩი – მეტი თავისუფლება” არჩევნებისთვის ერთიანდებიან – რთული და ხანგრძლივი კონსულტაციების მიმდინარეობისას ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაერთიანებაში უნდა ყოფილიყო “ლელოც”, თუმცა დღეს ნიკა გვარამიამ თქვა, რომ “მათ შორის მცირე განსხვავებები იყო ხედვებს შორის”, თუმცა იქვე ალიანსის წევრები ღიად ამბობენ “ლელო ჩვენ ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად მიგვაჩნია, მოლაპარაკებები გაგრძელდება”.