“დააკვირდით მოვლენების განითარებას-დავითაშვილი ჩავიდა ამერიკაში, უთხრეს-იცით, რაც უნდა გააკეთოთ, თუ გინდათ ჩვენთან ურთიერთობაო.
დღეს სახლებში შეუვარდნენ ფონდების დამფუძნებლებს-ანუ რეპრესიები გააგრძელეს.
ეს არაა შეცდომა, ეს არის ინსტრუქციის შესრულება-რუსებს არ სჭირდებათ დასავლეთთან ბიძინას რეჟიმის ურთიერთობების გაუმჯობესება. რუსეთს სჭირდება საქართველოს სრული იზოლაცია დასავლეთისგან და ასევე სრული ავტოკრატია ქვეყნის შიგნით.
ვისაც კიდევ ეჭვი ეპარება, რომ პუტინის საოკუპაციო რეჟიმია ქართული ოცნება, მათთვის განმარტება”,-წერს სალომე სამადაშვილი.
დღეს დილიდან ჩხრეკაზე მივიდნენ მარიამ ბაჯელიძის,ალეკო ცქიტიშვილისა და ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში.