10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

“სამ რაიონში სამხედრო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას დავარტყით” – ისრაელის მორიგი იერიში ირანზე

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანის სამ რაიონში სამხედრო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თეირანში, შირაზსა და თავრიზში დარტყმების დროს ისრაელის საჰაერო ძალებმა ათობით ბომბი ჩამოაგდო.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, თეირანში ხვადასხვა უსაფრთხოების შტაბ-ბინა დაბომბეს, მათ შორის ირანის დაზვერვის სამინისტროსა და ბასიჯის პარამილიტარული დაჯგუფების შტაბ-ბინები, ასევე დრონების, ბალისტიკური რაკეტების და საჰაერო თავდაცვის სისტემების შესანახად და გასაშვებად გამოყენებული ობიექტები.

ამასთან, ისრაელის საჰაერო ძალებმა შირაზში ირანის შიდა უსაფრთხოების ძალების შტაბ-ბინა და ბალისტიკური რაკეტების შესანახი ადგილი დაბომბეს.

ხოლო თავრიზში ისრაელის გამანადგურებლებმა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, დარტყმები “ირანის ტერორისტული რეჟიმის ძირითად სისტემებსა და შესაძლებლობებზე დარტყმების გაღრმავების ფაზის” ნაწილია.

banner
წინა სტატიაშიYoung Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
შემდეგი სტატია“სატრანსპორტო ხარჯები გაიზრდება” – ავტოიმპორტიორები რეგულაციების ცვლილებას ითხოვენ