სამ ფრონტზე მეომარ სირიელ ქურთებს ამერიკელები დაეხმარნენ

მას შემდეგ რაც თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე ქურთების სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ ოპერაცია ,,ზეთისხილის რტო,, დაიწყო, ქურთებს ფაქტიურად ორი და ხანდახან სამი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ერთდროულად უწევთ ბრძოლა, რომელთაგან ერთი – ასად-რუსეთის რეჟიმია, მეორე ,,ისლამურის სახელმწიფოს,, ბოევიკები, მესამე ფრონტად კი – რეგიონში შესული თურქეთის არმია დაემატა.
არაბული მედიის ცნობით, სირიის დეირიზორის რეგიონში ქურთული სამხედრო დაჯგუფება (სირიის დემოკრატიული ძალები -SDF)სა და ესადის რეჟიმის მხარდამჭერ ძალებს შორის მძაფრი შეტაკებები დაიწყო.
ასადის სამთავრობო ძალებმა დღეს დილის საათებში შეტევა მოაწყვეს მდენარე ევფრატის აღმოსავლეთით და დეირიზორის დასავლეთში მდებარე გენინე გაია ჰასანისა და შაქრას სოფლებზე, რომლებიც ქურთი სამხედროების კონტროლქვეშ იყვნენ და ისინი უკუაქციეს, დასახლება კი – რეჟიმის ხელში გადავიდა.
მაგრამ, მალე ქურთებმა დამატებითი ძალები გაიგზავნა რეგიონში, რომელთაც მხარდაჭერა აღმოუჩინეს ამერიკულმა გამანადგურებლებმა და აპაჩის ტიპის სამხედრო ვერტმფრენებმა, შედეგად ქურთებმა ხსენებული სოფლები კვლავ უკან დაიბრუნეს.
ამ შეტაკებების დროს მოკლულ იქნა რეჟიმის მხარდამჭერი 20 ჯარისკაცი და 5 ქურთი ბოევიკი.
ხსენებული რეგიონი, რომელიც ერაყს ესაზღვრება, ქვეყნის ყველაზე უდიდეს ენერგო რესურსებს შეიცავს და გასულ წელს, ქურთებმა ,,ისლამური სახელმწიფოს,, მებრძოლებისაგან გაანთავისუფლეს და რეგიონში თავიანთ კონტროლზე აიყვანეს დეირიზორის უდიდესი ნაწილი, ხოლო დანარჩენი ნაწილი დღემდე ასადის რეჟიმის და ,,ისლამური სახემწიფოს,, კონტროლ ქვეშაა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ უკრაინის არმიას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები Javelin გადასცა
შემდეგი სტატია1 მაისს, ისლამური სამყარო წმინდა ღამეს აღნიშნავს