სალონიკში 44 წლის ქართველი ემიგრანტი პარტნიორის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს

სალონიკში ქართველი კაცი დააკავეს, რომელსაც პარტნიორის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, 44 წლის კაცი ცდილობდა 34 წლის პარტნიორი თოკებით დაეხრჩო, ქალი თავდამსხმელს გაექცა რის შემდეგაც პოლიციაში სარჩელი შეიტანა. საჩივრის შემდეგ კაცზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

შემთხვევა კვირას, შუაღამისას მოხდა ქალის სახლში, თესალონიკში. მედიის ინფორმაციით მომხდარს ქალის 14 წლის შვილიც შეესწრო.

დაკავებული კაცი კვლავ პატიმრობაში რჩება.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში სკოლის მოსწავლემ თანასკოლელი მოკლა და დაცვის თანამშრომელი დაჭრა
შემდეგი სტატიაპოლიცია უბნის იმ “მაყურებლებზე” იწყებს “ნადირობას”, ვინც არასრულწლოვანთა დანაშაულების უკან დგას