,,სალომემ ტვიტერზე რაღაც მიქარა…როგორც ჩემს ბავშვობაში იტყოდნენ, ცირკია რა…”

,,ესე იგი ამ სააღდგომოდ პრეზიდენტმა გვარს არ დავასახელებ და სალომემ ტვიტერზე რაღაც მიქარა, უფრო კონკრეტულად კი პრეზიდენტ ტრამპის მორიგი ნატვიტარი გადმოტვიტა, სადაც აშშ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ამჟამად დემოკრატიული პარტიის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი არაკორექტულად იყო მოხსენიებული.”-საქართველოს პრეზიდენტის ტვიტერის გარშემო განვითარებულ მოვლენებს რესპუბლური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ეხმაურება

“თაიმერი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,პრინციპში ჩვენი პრეზიდენტისგან ასეთი მიქარვები რა გასაკვირია (დარწმუნებული ვარ, სანამ პრეზიდენტია არც მოგვაკლებს), მაგრამ ეს ხომ არის რაც არის და სახელისუფლო პიარტექნოლოგებმა თავიანთი ტროლბრიგადებით და ბოტგვარდიებით კიდევ უფრო მაგარი გაპრავება მოიფიქრეს – ნიტო ტექნიკური შეცდომა იყო, ნიტო კიბერდივერსიაო (აი, ხომ უნდა მოსვლოდა რომელიმე კიბერდივერსანტს, სავარაუდოდ რასაკვირველია ნაციონალს, თავში აზრი, რომ მოდი პრეზიდენტის ტვიტერს გავტეხავ ტრამპის ტვიტის დაშეარების მიზნითო), მაგრამ ამათ ორივეს გადაუხურა შსს-მ, რომელმაც საქმე აღძრა ამ ფაქტზე და ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, სავარაუდოდ სერიოზული ოპერატიული სამუშაოები მიმდინარეობს პრეზიდენტის ტვიტერის გამტეხავის და ტრამპის დამშეარებელი ნაციონალი ჰაკერის მოძიების მიზნით.

რატომ ნაციონალისო თუ იკითხავთ და აბა ასეთი ვრედნობა სხვას ვის შეიძლება მოეფიქრებინა? გარდა ამისა, ტვიტერის გატეხვას ოცნების ან პატრიოტთა ალიანსის მომხრე რომ თავს ვერ მოაბამდა, ეგ ხომ ისედაც ცხადია და დანარჩენები კიდევ ყველანი ნაციონალები ვართ მაგათ თვალში. 🙂

მოკლედ, როგორც ჩემს ბავშვობაში იტყოდნენ, ცირკია რა…”-წერს პოლიტიკოსი

banner
წინა სტატიაშიძალოვან სტრუქტურები აღარ არიან დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების საქმიანობთ – ჭიჭინაძე დავით გარეჯის შესახებ
შემდეგი სტატია„ტაქსისტი მეუბნება – ბატონო კობა, ღმერთი გაგახარებთ, ჭარბვალიანობაზე რომ ზრუნავთ”