სალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

სალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. პარლამენტმა ზურაბიშვილისთვის პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება 93 მომხრე, არც ერთის წინააღმდეგ მიიღო.

სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. შესაბამისად, მისთვის მანდატის შეწყვეტა მთაწმინდის ოლქში შუალედურ არჩევნებს იწვევს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გახდა.

banner
წინა სტატიაშიახალი რეგულაციებით, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდება, საპენსიო სესხებიც გაცემის წესით გაიწერება
შემდეგი სტატიაახალციხეში 31 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს