სალომე ზურაბიშვილს პათოლოგიურად ეზიზღება ჯარი-შაშკინი

საქართველოს თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი, ჯართან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს

“ეს არის სამარცხვინო პრეზიდენტის, სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება. ჩვენ გვყავს ჯარი, ჩვენ გვყავს გმირი ოფიცრები, სერჟანტები, კაპრალი და ჯარისკაცები. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება 8 წლის განმავლობაში ცდილობს გაანადგუროს ეს ინსტიტუტი, ვერაფერი გამოუვიდა და არც გამოუვა. სალომე ზურაბიშვილს პათოლოგიურად ეზიზღება ჯარი იმიტომ, რომ ძალიან ცნობილი ფაქტია, საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯარმა მას ხმა არ მისცა,” – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

banner
წინა სტატიაში“რა ჰქვია ამას, თუ არა ქვეყნის ღალატი”-მიტროპოლიტი იოსები პრეზიდენტზე
შემდეგი სტატია“პრეზიდენტს მეტი დაფიქრება სჭირდება, როცა საუბრობს ჯარზე”