სალომე ზურაბიშვილს პასუხისმგებლობის შეხსენება არ სჭირდება, რადგან მან ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება სახელმწიფოებრიობის პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღო – კორძაია

სალომე ზურაბიშვილს პასუხისმგებლობის შეხსენება არ სჭირდება, რადგან მან ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება სახელმწიფოებრიობის პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, სამი საქართველო იყო ის ქვეყანა, ვისაც ერთი პუნქტი შეუფასეს, როგორც სრულად შეუსრულებელი, ეს პუნქტი ნაწილობრივ უკვე შესრულებულია.

„გვარამია როგორ იმოქმედებს მომავალში, ეს სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობა არ არის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის ამაზე იფიქრებდა, მაგრამ მას ესმის, რა უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. გვარამიას პოლიტიკაში ყოფნას ვისურვებდი, რადგან ოპოზიციურ სპექტრს გაძლიერება ნამდვილად სჭირდება“, – განაცხადა კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – საქართველოს ყველა ადვოკატს ვულოცავ ადვოკატთა სახლის გახსნას. მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატთა სახლი განთავსებულია იქ, სადაც არის თბილისის საქალაქო სასამართლო, პროკურატურა. ამით რეალიზდება იდეა, რომელიც გულისხმობს მართლმსაჯულების უბნის შექმნას
შემდეგი სტატიამივესალმები ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალებას, მნიშვნელოვანი ნაბიჯია დეპოლარიზაციისკენ – ფოტიგა