სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო კომისიაში იქნება

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო კომისიაში იქნება.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს ჟურნლაისტებთან ისაუბრა.

“დიდი იმედი მაქვს, რომ ვიქნები ამ საკონსტიტუციო კომისიაში. ერთ-ერთი თემა, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს, დიასპორის საკითხია, რომელიც წყდება კონსტიტუციის გზით. ამითი ვარ უშუალოდ დაინტერესებული. ასევე, დაინტერესებული ვარ ძალიან ბევრი სხვა საკითხით, რომელიც ეხება ჩვენს კონსტიტუციას,-აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო კომისია ფართო ჩართულობას მოითხოვს საზოგადოების მხრიდან.

“ამიტომ ნაკლებად მესმის პრეზიდენტის პოზიცია, რომელმაც კომისიასთან მუშაობაზე უარი განახცადა”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„თანხა, რომელსაც უკანა რიცხვით ახლა “აპრავებენ,” პრაქტიკულად დახარჯული აქვს ჯანდაცვის სამინისტროს“ – ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატიაზაზა თავაძე: გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილებები მომზადების პროცესშია