სალომე ზურაბიშვილს გულთბილად მივულოცე დამოუკიდებლობის დღე, ასევე განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სატელეფონო საუბრისას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამის შესახებ მაია სანდუ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

მაია სანდუს თქმით, სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

„დღეს ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. საქართველოს გულთბილად მივულოცე დამოუკიდებლობის დღე. ასევე, განვიხილეთ მოლდოვასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ის, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება“, – წერს მაია სანდუ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილმა დღეში მაქსიმუმ ერთი-ორი ორცხობილა შეიძლება შეჭამოს, წონას ყოველდღიურად კარგავს – ნაყოფია
შემდეგი სტატიამარტივად რომ შევაჯამოთ დღევანდელი დღე: “შეაყარე კედელს ცერცვი” – ვაშაძე