30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილს Freedom House-ი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განსაკუთრებული წვლილისთვის მარკ პალმერის ჯილდოს გადასცემს

Freedom House-ი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განსაკუთრებული წვლილისთვის, სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის ჯილდოს გადასცემს.

როგორც სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჯილდოს გადაცემის სპეციალურ საზეიმო ცერემონიას, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია დღეს ვაშინგტონში გამართავს.

„ორგანიზაციის განმარტებით, ეს ჯილდო ბოლო წლებში სალომე ზურაბიშვილის განსაკუთრებული როლის ხაზგასმაა საქართველოს ევროპული კურსისა და დემოკრატიული განვითარების დაცვის საკითხში.

ასევე, პრეზიდენტ ზურაბიშვილისათვის 2026 წლის მარკ პალმერის პრემიის გადაცემა, მისი პრინციპული ლიდერობისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულების აღიარებაა”, – აღნიშნულია პრესრელიზში.

banner
წინა სტატიაშიანა ბუჩუკური: ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, „გახარია საქართველოსთვის“ მარტო მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიაზელენსკი: კიშინიოვის აეროპორტში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიმავალ გზაზე, ვესაუბრე მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომესოსს