სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მიულოცა

ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევნებში გამარჯვება შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მიულოცა.

როს უილსონი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში მივიდა.

შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების რჩეულ კანდიდატს შეერთებული შტატების პოზიცია გააცნო.

„მოვედი სალომე ზურაბიშვილისთვის არჩევნებში გამარჯვების მისალოცად და სალაპარაკოდ შეერთებული შტატების ძლიერ მხარდაჭერაზე საქართველოს მიმართ. საქართველო დამოუკიდებელი, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა. შევეხეთ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ წამოჭრილ საკითხებს და იმ საქმეებს, რომელიც გვინდა, ერთად გავაკეთოთ, რომ საქართველო უკეთესი გახდეს,“ – განაცხადა როს უილსონმა.

banner
წინა სტატიაში„არავითარ რევოლუციას, არეულობას, დაპირისპირებას არ ვაპირებთ” – ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება
შემდეგი სტატიაქუთაისში კადეტთა ლიცეუმს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა