სალომე ზურაბიშვილს არჩევნების შემდეგ 265 ათასი ლარი შესწირეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფულადი შემოწირულობები არჩევნების მეორე ტურის შემდეგაც მიიღო.

29 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე ზურაბიშვილს 265 ათასი ლარი შესწირეს. მათ შორის 30-30 ათასი ლარის ჩარიცხვა ფიქსირდება ბიზნესმენებისგან ზურაბ, ზეზვა და დიმიტრი სალთხუციშვილებისგან.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების შემდეგ 5 394 ლარის შემოწირულობა მიიღო. დაფინანსება ასევე მიიღეს სამოქალაქო პლატფორმა „ახალმა საქართველომ“ (6 ათასი ლარი), საქართველოს „ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ“ (7 ათასი ლარი), „ევროპულმა საქართველომ“ (670 ლარი), „თავისუფალმა საქართველომ“ (1000 ლარი) , „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (500 ლარი) და „ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა გირჩმა“ (10 ლარი).

banner
წინა სტატიაშიხმაური იუსტიციის სახლთან – “ქართული დასი” და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის უფლების მინიჭებას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიასაქართველოს ხვალ ჯეიმს აპატურაი ეწვევა