„სალომე ზურაბიშვილს ამ გამარჯვებას არ და ვერ ვულოცავ“ – დავით უსუფაშვილი

“შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას არ ულოცავს. დავით უსუფაშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ზურაბიშვილის გამარჯვებით ქვეყანამ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და ეს მისალოცი არ არის:

„ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი და ეს უკვე შემდგარი პოლიტიკური მოვლენაა. მას ამ გამარჯვებას არ და ვერ ვულოცავ, ვინაიდან როდესაც ქვეყანა რამდენიმე წლით უკან იხევს, ამ პროცესში პირველ ადგილზე გასულს ნამდვილად არა აქვს მისალოცად საქმე. პირიქით, მე მას თანავუგრძნობ, რადგან ათმაგად გარჯა მოუწევს, რათა ჯერ საპრეზიდენტო სტანდარტს მიუახლოვდეს და მერე შეიძლება წინაც წავიდეს.

ვუსურვებ იყოს გაცილებით უკეთესი პრეზიდენტი, ვიდრე იყო კანდიდატი. პირველ რიგში კი იყოს მთელი ქვეყნის პრეზიდენტი და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“. ამისთვის მას სერიოზული ინიციატივები დასჭირდება. მაგალითად, პირველივე საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, ვადიანის თუ უვადოსი, ამაზე შეიძლება პოლიტიკურმა ძალებმა მოილაპარაკონ, მაგრამ პრეზიდენტის ინიციატივა, რომ პარლამენტში პოლიტიკური ძალები საზოგადოების განწყობის ადეკვატურად იყვნენ წარმოდგენილი, სწორი ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„გვაქვს სხვა სერიოზული კითხვები?” – კალაძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნაზე
შემდეგი სტატიალუიზა ვინტონი : სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოში, რაც ძალიან დადებითი ფაქტია