სალომე ზურაბიშვილს 22-25 ოქტომბერს თითქმის 1.5 მილიონი ლარი შესწირეს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 22-25 ოქტომბერს თითქმის 1.5 მილიონი ლარი შესწირეს. მონაცემები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

შემომწირველთა შორის 120-ზე მეტი მოქალაქეა, მათ შორის პოლიტიკოსები და ბიზნესმენები.

ზურაბიშვილს თანხა საპარლამენტო უმრავლესობის 11-მა დეპუტატმა შესწირა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ლევან კობიაშვილმა 10-10 ათასი ლარი; ბექა ოდიშარიამ 60 ათასი ლარი; თეიმურაზ კოხრეიძემ 55 ათასი ლარი; ერეკლე ტრიპოლსკიმ, ირაკლი მეზურნიშვილმა, თეიმურაზ ჭკუასელმა, გია ვოლსკიმ, ეკა ბესელიამ და გივი ჭიჭინაძემ 4-4 ათასი ლარი, ისკო დასენმა – 5 ათასი ლარი.

ბიზნესმენთა ნაწილმა ზურაბიშვილს მაქსიმალური დასაშვები თანხა, 60 ათასი ლარი შესწირა. მათ შორის არიან „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ხელმძღვანელი ზურაბ ჩხაიძე; „ლილო მოლის“ პარტნიორები გია ანდღულაძე, კონსტანტინე კაპანაძე, ირაკლი შონია, ვაჟა უსანეთაშვილი, თენგიზ გავაშელი და გიორგი გაგუა.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქეთა ჯგუფი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე კარვით მივიდა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – ვეკითხებით გრიგოლ ვაშაძეს, დაუჭერს თუ არა მხარს დავით ბაქრაძეს არჩევნების მეორე ტურში?