სალომე ზურაბიშვილმა უღალატა კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს, მიმდინარე კვირაში დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის პრეზიდენტის სტატუსის ღირსი – კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თანხმობის არარსებობის პირობებში, სალომე ზურაბიშვილმა მაინც განახორციელა სამუშაო ვიზიტები გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში, რითაც მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და განზრახ, უხეშად ხელყო საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი.

კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით, ასევე, დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ქვეყნის საშინაო, საგარეო პოლიტიკას მხოლოდ პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრავენ და ახორციელებენ.

კობახიძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს.

„მიმდინარე კვირაში ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი, საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიიმედს ვიტოვებთ, რამდენიმე ოპოზიციონერს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი, რომ ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა რეაგირების გარეშე არ დატოვოს – კობახიძე
შემდეგი სტატიაარ შეიძლება, ხალხს მანკიერი ხელისუფლების ალტერნატივად, მანკიერ ოპოზიციას სთავაზობდე – მელია