სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 18, 2019 11:13

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორ იქნება, წესები როგორი იქნება და როგორ იქნება შეწყალება, ამის მიხედვით განისაზღვრება. იყო ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის ჩემს საპარალამენტო მდივანზე, მაგრამ ეს არ არის მისი კომპეტენცია და ის არ შეიძლება, ჩარეული ყოფილიყო. მე მივიღე გადაწყვეტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბრიფინგი ამ წუთებში იმართება და პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებული პირების თემას ეხება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 18, 2019 11:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics