სალომე ზურაბიშვილმა სატელევიზიო რეკლამაზე მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 23, 2018 12:03

სალომე ზურაბიშვილმა სატელევიზიო რეკლამაზე მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

3-16 ოქტომბრის პერიოდში სატელევიზიო რეკლამაზე თანხა მხოლოდ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დახარჯა. საარჩევნო პერიოდის დეკლარაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ზურაბიშვილის კამპანიის მთლიანმა სარეკლამო ხარჯმა 1 929 613 ლარი შეადგინა. აქედან სატელევიზიო რეკლამაზე 1 186 207 ლარი მოდის.

ყველაზე მეტი თანხა (615 662 ლარი) ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განთავსებულ რეკლამაში დახარჯა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში პოლიტიკური რეკლამა ზურაბიშვილს 215 ათასი ლარი დაუჯდა. ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განთავსებული რეკლამის ხარჯმა 191 ათასი ლარი შეადგინა. დანარჩენი თანხა რეგიონულ ტელემაუწყებლებზე მოდის.

ტელეეთერში ზურაბიშვილის ფასიანი პოლიტიკური რეკლამა სწორედ საანგარიშო პერიოდში გამოჩნდა.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე სატელევიზიო რეკლამაზე თანხა (200 ათასი ლარი) მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დახარჯა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 23, 2018 12:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics