სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი კრწანისის მეშვიდე ოლქის მესამე საარჩევნო უბანზე გააკეთა

მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი კრწანისის მეშვიდე ოლქის მესამე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

ხმის მიცემის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ. მოუწოდა.

“ეს არის მეორე, გადამწყვეტი ტური. ყველას მოვუწოდებ, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ვიცი, რომ მთაწმინდაზე დღეს დილიდან მთელი ნაც გროვა არის შეკრებილი. ეს არის ის უბანი, სადაც სიმბოლური გამარჯვება იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ ყველა მთაწმინდელს მოგიწოდებთ მიდით არჩევნებზე და მიიღეთ მონაწილეობა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
შემდეგი სტატია„რესპუბლიკური პარტია“ ქუთაისის საკრებულოს წევრმა დატოვა